Tuesday, September 26, 2017
Monday, September 25, 2017
საშინაო დავალება მომდევნო ტრენინგდღისთვის
სლაიდებით ვაწყობთ მოსწავლის პრეზენტაციას. პირველი სლაიდი უნდა იყოს ინფორმაცილი ხასიათის, კერძოდ მოსწავლის ნაშრომი და სათაური, მეორე- პროექტის მიზანი,სემდეგი -თეზისები, შემდეგი- უნდა ჩამოვშალოთ თეზისები, ბოლო სლაიდი იქნება დასკვნა და რეკომენდაციები. ამ მასალას გუგლდრაივში ავტვირტავთ გამოვაქვეყნებტ ბლოგზე.
Saturday, September 16, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღის მასალა. შემდეგ გავეცანით ახალ მასალას: სასარგებლო რესურსებს, პროექტის შეფასების სქემის ნიმუშებს, გავეცანით მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ვისწალეთ ბლოგის ფონის შეცვლა და შევუცვალეთ.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება, როგორ დავამატოთ პორტფოლიოს საქაღალდეები. მივიღეთ საშინაო დავალება.
Tuesday, September 12, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დასრულდა ტრენინგის მესამე დღე. გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვისაუბრეთ დღევანდრლი ტრენინგის მიზნებზე. დავისახეთ პროექტის მიზნები, შევქმენით ახალი პოსტი "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები" და განვათავსეთ ბლოგზე. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დენი ხშირად ქრებოდა, ვთვლი, რომ ჩვენმა ტრენერმა შეძლო და სრულფასოვანი ტრენინგი ჩაგვიტარა. მადლობა მას ამისთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა: 1. საიდან მოდის და რატომ გვაღელვებს სილამაზე?
თემატური კითხვა: 1. რატომ ექცევიან სილამაზით გამორჩეული ადამიანები საზოგადოების ყურადღების ცენტრში?
2. აქვს თუ არა ყველას ერთნაირი დამოკიდებულება მათ მიმართ?
3. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბრბომ ადამიანზე?
შინაარსობრივი კითხვა: 1. რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს ხალხი მარიტას მიმართ?
2. როგორ გარდაიქმნა ხალხი ბრბოდ მოთხრობაში " მარიტა" ?
3.ვინ მართავს ბრბოს?
თემატური კითხვა: 1. რატომ ექცევიან სილამაზით გამორჩეული ადამიანები საზოგადოების ყურადღების ცენტრში?
2. აქვს თუ არა ყველას ერთნაირი დამოკიდებულება მათ მიმართ?
3. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბრბომ ადამიანზე?
შინაარსობრივი კითხვა: 1. რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს ხალხი მარიტას მიმართ?
2. როგორ გარდაიქმნა ხალხი ბრბოდ მოთხრობაში " მარიტა" ?
3.ვინ მართავს ბრბოს?
Saturday, September 9, 2017
მეორე დღის რეფლექსია
დასრულდა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი დღე. ვიმუშავეთ პროექტის იდეაზე, შევქმენით ახალი პოსტები, შევქმენით პორტფოლიო და მისი შემადგენელი საქაღალდეები.
სტანდარტთან კავშირი
- ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
- ქართ. VIII . 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული(, რომლებიც შეიცავს გარკვეილ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
- ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
- საღი მსჯელობა და აღქმა;
- სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითზვებზე პასუხების გასაცემად.
- ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება. ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკიტხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
- ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
- ტექნოლოგიის გამოყენება,როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის სასუალების.
- დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.
- ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
პროექტის იდეა
ბრბო და ადამიანის ბედი
,,მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა."
მიუხედავად მისი სისპეტაკისა, ბრბომ არ დაინდო და მკაცრად განიკითხა.
რა სასტიკები არიან ადამიანები, "ბალბალუკები". კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მრავალმა საუკნემ განვლო, ძველი ახალმა შეცვალა, ბევრი რამ უკიდეგანო სივრცეში გაქრა, ბევრიც ხალხმა მიივიწყა, მაგრამ ბრბო უკვე ათასწლეულებია ჰეგემონობს კაცობრიობაზე.
მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან გ. ლეონიძის მოთხრობას ,,მარიტა". დაუკვირდებიან როგორ გვიხასიათებს ავტორი მარიტას, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მთავარი პერსონაჟისადმი, როგორ გარდაიქმნა ხალხი ბრბოდ, რა აერთიანებს ბრბოს ყველა წევრს. წაიკითხავენ გ. ლეონიძის მოთხრობას ,,ციციკორე", რომელშიც კარგად ჩანს ამ პერსონაჟის თვისებები და ხასიათი. აგრეთვე გაეცნობიან გუსტავ ლე ბონის " ბრბოს ფსიქოლოგიას". იმსჯელებენ რამდენად აქტუალურია მწერლის მიერ დასმული პრობლემა დღეს. იმსჯელებენ და შეაჯერებენ თვალსაზრისებს.
Subscribe to:
Posts (Atom)