Saturday, September 9, 2017

პროექტის იდეა


                                                  ბრბო და ადამიანის ბედი

,,მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა."
მიუხედავად მისი სისპეტაკისა, ბრბომ არ დაინდო და მკაცრად განიკითხა.
რა სასტიკები არიან ადამიანები, "ბალბალუკები". კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მრავალმა საუკნემ განვლო, ძველი ახალმა შეცვალა, ბევრი რამ უკიდეგანო სივრცეში გაქრა, ბევრიც ხალხმა მიივიწყა, მაგრამ ბრბო უკვე ათასწლეულებია ჰეგემონობს კაცობრიობაზე.
მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან გ. ლეონიძის მოთხრობას ,,მარიტა". დაუკვირდებიან როგორ გვიხასიათებს ავტორი მარიტას, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მთავარი პერსონაჟისადმი, როგორ გარდაიქმნა ხალხი ბრბოდ, რა აერთიანებს ბრბოს ყველა წევრს. წაიკითხავენ გ. ლეონიძის მოთხრობას ,,ციციკორე", რომელშიც  კარგად ჩანს ამ პერსონაჟის თვისებები და ხასიათი. აგრეთვე გაეცნობიან  გუსტავ ლე ბონის " ბრბოს ფსიქოლოგიას". იმსჯელებენ რამდენად აქტუალურია მწერლის მიერ დასმული პრობლემა დღეს. იმსჯელებენ და შეაჯერებენ თვალსაზრისებს.



2 comments:

  1. ნინ,კარგი თემაა შერჩეული,იდეაც კარგია.ჩემი აზრით,ხომ არ ჯობდა,შესავალი შეგემოკლებინა,კარგად გამოგეკვეთა რას გააკეთებენ მოსწავლეები და რაზე გავლენ,ანუ,რა პროდუქტს მიიღებენ და რა ფორმით წარმოადგენენ.მაპატიე,მომეჩვენა,რომ რაღაც დამაკლდა...

    ReplyDelete
  2. ნინო იდეა და სათაური მართლაც საინტერესოა და მოლოდინის აღმძვრელი.მხოლოდ ერთ რამეს გირჩევ მოსწავლეებს ელექტრონული რესურსიც შეაქმნევინო და განათავსონ ბლოგზე.

    ReplyDelete