- საღი მსჯელობა და აღქმა;
- სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითზვებზე პასუხების გასაცემად.
- ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება. ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკიტხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
- ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
- ტექნოლოგიის გამოყენება,როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის სასუალების.
- დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.
- ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
Saturday, September 9, 2017
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
პროექტის იდეა
ბრბო და ადამიანის ბედი
,,მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა."
მიუხედავად მისი სისპეტაკისა, ბრბომ არ დაინდო და მკაცრად განიკითხა.
რა სასტიკები არიან ადამიანები, "ბალბალუკები". კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მრავალმა საუკნემ განვლო, ძველი ახალმა შეცვალა, ბევრი რამ უკიდეგანო სივრცეში გაქრა, ბევრიც ხალხმა მიივიწყა, მაგრამ ბრბო უკვე ათასწლეულებია ჰეგემონობს კაცობრიობაზე.
მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან გ. ლეონიძის მოთხრობას ,,მარიტა". დაუკვირდებიან როგორ გვიხასიათებს ავტორი მარიტას, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მთავარი პერსონაჟისადმი, როგორ გარდაიქმნა ხალხი ბრბოდ, რა აერთიანებს ბრბოს ყველა წევრს. წაიკითხავენ გ. ლეონიძის მოთხრობას ,,ციციკორე", რომელშიც კარგად ჩანს ამ პერსონაჟის თვისებები და ხასიათი. აგრეთვე გაეცნობიან გუსტავ ლე ბონის " ბრბოს ფსიქოლოგიას". იმსჯელებენ რამდენად აქტუალურია მწერლის მიერ დასმული პრობლემა დღეს. იმსჯელებენ და შეაჯერებენ თვალსაზრისებს.
Subscribe to:
Posts (Atom)